ფეხბურთი

0:27 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ ბურთით ვარჯიში დაიწყო

„ბაიერნის“ მთავარმეგოლემ, რობერტ ლევანდოვსკიმ, 17 აპრილს ბურთით ვარჯიში დაიწყო. მან წინა დღესაც ივარჯიშა, მაგრამ მხოლოდ პასებზე და კოორდინაციაზე, დარტყმები არ შეუსრულებია - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ახლა ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას გადის. ტრავმა კი გასულ მარტს მიიღო პოლონეთის ნაკრებში ყოფნისას.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 36 მატჩი გამართა, 42 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113627