ფეხბურთი

23:51 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტომას მიულერი: „ფლიკმა არ აგვიხსნა თავისი გადაწყვეტილება“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ტომას მიულერი, ჟურნალისტებს, მთავარი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის განცხადების შესახებ ესაუბრა, რომელმაც გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

„გველაპარაკა, მაგრამ არაფერი აუხსნია. ამ დაძაბული წელიწადნახევრის განმავლობაში მან ძალიან დიდი ენერგია შეალია გუნდს. „ბაიერნის“ მწვრთნელი სქელტყავიანი უნდა იყოს. იმიტომ, რომ მისგან ყოვეთვის ძალიან ბევრს ითხოვენ.

კიდევ გავიმეორებ, მას არაფერი აუხსნია გუნდისთვის, რატომ მიდის. მაგრამ, არც იყო ალბათ საჭირო.“ - ციტირებს მიულერის სიტყვებს Sky Sport Germany.

0.152946