ფეხბურთი

22:23 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი რონალდუსა და დიბალას შესახებ

„ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი, ჟურნალისტებს სერია A-ს 31-ე ტურში „იუვენტუსთან“ მატჩის წინ, ტურინული კლუბის ლიდერების შესახებ ესაუბრა.

„რონალდუს არყოფნა „იუვენტუსისთვის“ დიდი პრობლემა იქნება. ჩვენც რამდენიმე ძნელი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს.

დიბალა და რონალდუ? ისინი უდიდესი ფეხბურთელები არიან. დიბალა ჩემთან თამაშობდა „პალერმოში“ და და მაშინვე ვიცოდი, რომ დიდი მომავალი ელოდა. რონალდუ ხომ ფეხბურთის ფენომენია.“ - ციტირებს გასპერინის სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინათ გაცხადდა, რომ კუნთის ტრავმის გამო კრიშტიანუ „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს. მატჩი 18 აპრილს გაიმართება ბერგამოში და თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

0.124607