ფეხბურთი

20:12 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ნორვიჩი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა

„ნორვიჩმა“ ჩემპიონშიფის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე, პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

ჩემპიონშიფის 42-ე ტურში „სუონსიმ,“ რომელიც ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, „უიკომთან“ ფრედ - 2:2 ითამაშა. ხოლო „ბრენტფორდი,“ რომელიც მეოთხე ადგილზეა, „მილუოლს“ უგოლოდ დაუზავდა.

ამისდაკვალად, „ნორვიჩი,“ რომელსაც ამ ტურის შეხვედრა ჯერ არ უთმაშია, „სუონსის“ 14 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „თუთიყუშები“ ყველა ვარიანტში მინიმუმ მეორე ადგილს დაიკავებენ, ამიტომ პრემიერლიგის საგზური უკვე ჯიბეში აქვთ.

„ნორვიჩი“ ელიტაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების სეზონში, „თუთიყუშებმა“ ბოლო, მე-20 ადგილი დაიკავეს და უსახელოდ დაემშვიდობნენ პრემიერლიგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109502