ავტოსპორტი

15:27 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წყვილთა რბოლა იწყება

18 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი წყვილთა რბოლაში იწყება, რომლის პირველ ეტაპს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი უმასპინძლებს.

წყვილთა რბოლა იმართება ორ ავტომობილს შორის, რომლებიც სტარტს იღებს ერთმანეთის პარალელურად ან საპირისპირო მიმართულებით. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. რბოლა გრძელდება 2 გამარჯვებამდე.

მონაწილეების რეგისტრაცია ადგილზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება, გაგრძელდება 11:00 საათზე ბრიფინგით და რბოლას 12:00 საათიდან იხილავს მაყურებელი. მონაწილეობის მსურველებს შემედეგ კლასებში შეუძლიათ გამოცხადნენ:

AM2000 - 2000 სმ3 მდე.

AM3000 - 2000 სმ3 დან 3000 სმ3 მდე.

AM OverAll - 3000სმ3 და მეტი

Pro OverAll - ყველა, გარდა ღია თვლებიანი ავტომობილბის.

შეჯიბრება მონაწილეობის მიღება როგროც მოყვარულ ისე პროფესიონალ ავტომრბოლელებს შეუძლიათ , ადგილზე მათ შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინონ:

მართვის მოწმობა.

ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

ერთი ავტომობილით ასპარეზობის უფლება აქვს მაქსიმუმ 2 (ორი) მონაწილეს.

მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 100 ლარს

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს : https://gac.org.ge/...


0.110922