ავტოსპორტი

3:53 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ შეიძლება ინდი 500-ზე და „სამმაგ გვირგვინზე“ უარი თქვას

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ამბობს, არაა დარწმუნებული, რომ ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლის მოსაგებად და მასთან ერთად, „სამმაგი გვირგვინის“ დაუფლების მცდელობას გააგრძელებს.

„ალპინის“ ესპანელმა პილოტმა ინდი 500-ზე პირველად 2017 წელს იასპარეზა და აგურის იარდზე (ბრიკიარდზე) მას შემდეგ კიდევ ორჯერ გამოვიდა. ამასთან, შარშან ფინიშამდე მიღწევა პირველად შეძლო.

ამჟამად ერთადერთი პილოტი, ვისაც მონაკოს დიდი პრიზი, ლე მანის 24 საათი და ინდი 500 აქვს მოგებული, არის ფ1-ის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი გრემ ჰილი. ალონსოს სწორედ მისი მიღწევის გამეორება სურდა, მაგრამ დღევანდელ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ინდიანაპოლისის რბოლას შეიძლება აღარ დაუბრუნდეს.

„მე არ ვიცი, მინდა თუ არა ამ რბოლაში ისევ გამოსვლა. და თუ აღარ გამოვალ, არა იმიტომ, რომ ვიღაც თვლის, მე მოგება აღარ შემიძლია. მაგრამ მე თუ ამ რბოლაში აღარ გამოვალ, ესე იგი, ამის მოტივაცია აღარ მაქვს“, - ამბობს ალონსო და დასძენს, რომ თუ ინდიზე ისევ გამოვა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ისევ სამმაგ გვირგვინზე ოცნებობს.

ინდიზე წარუმატებლობისგან განსხვავებით, ალონსოს წარმატებები ჰქონდა გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე და ლე მანზე. მან „ტოიოტასთან“ ერთად, განძლეობაზე რბოლების 2018-19 წლების სეზონში გაიმარჯვა (შვეიცარიელ სებასტიან ბუემისთან და იაპონელ კაზუკი ნაკაძიმასთან ერთად) და ლე მანის რბოლა ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111187