ავტოსპორტი

2:45 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი: ფერარისთვის ჩემპიონატში მესამე ადგილი რეალურია

„ფერარის“ მონაკოელი პილოტი შარლ ლეკლერი ფიქრობს, რომ მიმდინარე სეზონის კონსტრუქტორთა ჩემპიონატში, მისი გუნდისთვის მესამე ადგილი რეალურია.

ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე, ლეკლერმა მეოთხე საუკეთესო დრო დააფიქსირა, მან და მისმა ახალმა თანაგუნდელმა კარლოს საინსმა კი რბოლა შესაბამისად, მეექვსე და მერვე ადგილებზე დაასრულეს. ამის წყალობით, პირველი რბოლის შემდეგ, „ფერარის“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი უკავია.

„ვფიქრობ, ამ სეზონში რეალისტური მიზანი იქნება, „რედ ბულის“ და „მერსედესის“ შემდეგ ადგილის დაკავება. რა თქმა უნდა, მათთან ბრძოლა მეტად რთული იქნება - მათგან ძალიან შორს ვართ. ჩვენ კონსტრუქტორებში მესამე ადგილისთვის ბრძოლა ოთხ, ან ხუთ სხვა გუნდთან მოგვიწევს. ეს მჭიდრო ბრძოლა იქნება. მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ, ეს შესაძლებელია“,- ამბობს ლეკლერი.

„ფერარიმ“ გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც არაკონკურენტული მანქანის და ძრავის გამო მოხდა. მარანელოელთა 2021 წლის მანქანა, შარშანდელის გაუმჯობესებული ვარიანტია და მას გაუმჯობესებული ძალური დანადგარი აქვს. მანქანის სრულყოფა შეზღუდულია არამხოლოდ რეგლამენტის გამო, არამედ იმიტომაც, რომ გუნდი მომავალი სეზონისთვის უკვე ემზადება. ახალი სეზონიდან ძირეულად იცვლება ტექნიკური რეგლამენტი, განსაკუთრებით კი აეროდინამიკა, რაც გუნდებს მასზე ყურადღების ადრე გადატანას აიძულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130201