ფეხბურთი

13:30 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩმა ერთი თვის ხელფასზე უარი თქვა და საქველმოქმედო ფონდს მოხმარდება

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა მარტის თვის ხელფასზე უარი საკუთარი ნებით თქვა. ხორვატმა ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მარტში ტრავმის გამო კლუბს ერთხელაც ვერ დაეხმარა.

მანჯუკჩის სამაგალითო საქციელს „როსონერის“ პრეზიდენტი პაოლო სკარონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარიომ ეთიკის მაგალითი აჩვენა:

„ეს არის განსაკუთრებული ჟესტი, რომელიც აჩვენებს, მარიოს ეთიკას და პროფესიონალიზმს, „მილანის“ მიმართ პატივისცემას“, - თქვა სკარონიმ.

34 წლის შემტევის ერთი თვის ხელფასს „როსონერი“ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს. მარიო მანჯუკიჩი „მილანში“ იანვრიდან თამაშობს და დღემდე 5 უგოლო თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111812