კალათბურთი

1:35 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეფექტური გოგა ბითაძე: 3 სამქულიანი და 12 წუთში 13 ქულა "იუტასთან!"

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად რეგულარული სეზონის ლიდერ „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 111:119 დამარცხდა.

ძლიერ მეტოქესთან ქართველ ცენტრს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. გოგამ 12:25 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძე შეტევაში დიდებული იყო: 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ის სამჯერ დაჯარიმდა და როდესაც პარკეტზე იყო, იმ მონაკვეთში „პეისერსმა“ „ჯაზთან“ შედარებით 5 ქულით მეტი ჩააგდო.

„ინდიანაში“ დომანტას საბონისი გამოირჩა 22 ქულით, 15 მოხსნითა და 7 პასით, ხოლო „ჯაზმენთა“ რიგებში ბოიან ბოგდანოვიჩი იყო საუკეთესო, რომელმაც 24 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა, რუდი გობერმა კი 13 ქულას 23(!) მოხსნა შემატა.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 გამარჯვებით და 29 მარცხით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 აპრლს, სტუმრად „ატლანტა ჰოუკსთან“ გამართავს.

0.151429