ფეხბურთი

22:00 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი კოსტიჩი გახდა

სერბეთის ეროვნული ნაკრების და ფრანკფურტის "აინტრახტის" ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი გულშემატკივრებმა ხმის მიცემის შედეგად ბუნდესლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში ბალკანელმა ბუნდესლიგაში სამი შეხვედრა ჩაატარა. "შტუტგარტთან" ფრედ დასრულებულ (1:1) შეხვედრაში ფილიპმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო "უნიონთან" მოგებულ (5:2) მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში კოსტიჩმა 24 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111813