კალათბურთი

19:37 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"კავკასიამ" "ზესტაფონს" სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრაც ჩატარდა. სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს “კავკასია” და “ზესტაფონი” შეხვდნენ. შეხვედრა კავკასიელთა გამარჯვებით – 84:81 (სტატისტიკა) დასრულდა, რომლებიც სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა და თუკი ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი 18 აპრილს დანიშნულ მორიგ მატჩსაც მოიგებს, “ა” ლიგის ფინალში გავა.

რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონელებს ერთ-ერთი ლიდერი, დონიელ სეგერსი აკლდათ, სერგო ათუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვების შანსიც ჰქონდათ. სეგერსი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში კავკასიასთან მატჩის ბოლოს გამოჩენილი უხეშობისა და უდისციპლინობის გამო 2 მატჩითაა დისკვალიფიცირებული და ზესტაფონელებს ვერ ეხმარება.

კავკასიელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. წივწივაძის გუნდის ლეგიონერები სტაბილურად თამაშობდნენ. განსაკუთრების გამოსარჩევია ელიოტ კოულის შედეგიანობა, რომელმაც საბოლოო ჯამში 22 ქულა მოაგროვა. მისი სამქულიანები კავკასიელებს მთელი თამაშის მანძილზე კომფორტულად აგრძნობინებდ თავს, თუმცა ბოლო პერიოდში ზესტაფონელებმა ვითარება დაძაბეს. ჯეიმს ფლემინგის შეუპოვრობით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს და ბოლო შეტევაში გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ლევან გოგალაძის სამიანი მიზანს ასცდა.

გამარჯვებულებს ზემოთნახსენებმა ელიოტ კოულიმ 22 ქულით ულიდერა. 13 ქულა. 10 მოხსნა და 4 პასუ შენონ ფაულერმა მიითვალა. 18 ქულა მარკიზ მეიფილდის ანგარიშზეა. ზესტაფონელთაგან 39 ქულით ჯეიმს ფლემინგი გამოირჩა. 13 ქულა და 7 მოხსნა უჩა გამრეკლიძის ანგარიშზე დაგროვდა.

ამ გუნდებს შორის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 18 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118555