ფეხბურთი

18:05 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის გამო "ჰერტას" სამი თამაში გადაიდო

ბერლინის „ჰერტაში“ კორონავირუსის პანდემია გავრცელდა და მთელი გუნდი კარანტინში გადავიდა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მთავარ მწვრთნელ პალ დარდაის, მის ასისტენტს, ასევე დოდი ლუკებაკიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამიტომაც, გუნდი იძულებული გახდა 14-დღიან სავალდებულო კარანტინში გადასულიყო, რის გამოც ბუნდესლიგაში უახლოესი სამი შეხვედრა გადაიდო.

გერმანიის ბუნდესლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 18 აპრილს „მაინცთან“, 21 აპრილს „ფრაიბურგთან“ და 24 აპრილს „შალკესთან“ გასამართი მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, „ჰერტა“ ბუნდესლიგაში 28 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-15 ადგილზეა და ადგილისა შესანარჩუნებლად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111484