ფეხბურთი

15:32 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა "ლივერპულში" შესაძლოა სალაჰი შეცვალოს

ინგლისურ „ლივერპულში“ შესაძლოა ლუის სუარესი დაბრუნდეს. Goal.com-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები ზაფხულში „ატლეტიკოს“ ფორვარდის დამატებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ დიდი შანსია, გუნდი მოჰამედ სალაჰმა დატოვოს, რომელიც ინგლისში ბედნიერი აღარ არის და სუარესსაც მის შემცვლელად განიხილავენ. ურუგვაელს „წითლების“ რიგებში დიდი კვალი აქვს დატოვებული და „ეინფილდ როუდზე“ 2011-2014 წლებში თამაშობდა.

შეგახსნებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა „ატლეტიკოში“ 32 თამაში ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110038