ფეხბურთი

10:28 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი ნახევარფინალი ევროპა ლიგაზე: უნაი ემერის რეკორდი

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ევროპა ლიგის რეკორდსმენი გახდა. ის არის პირველი მწვრთნელი, რომელიც ამ ტურნირის ნახევარფინალში ექვსჯერ გავიდა.

ემერიმ ამ შედეგს მას მერე მიაღწია, რაც „ვილიარეალმა“ მეოთხედფინალში ზაგრების „დინამო“ ორი მატჩის ჯამში (3:0) დაამარცხა. ემერი ევროპა ლიგის ნახევარფინალში პირველად 2012 წელს აღმოჩნდა ("ვალენსიაში" მუშაობისას), შემდეგ ზედიზედ ოთხი სეზონი მოხვდა ოთხეულში, როდესაც ევროპა ლიგის მონაწილე გუნდებს წვრთნიდა: 2014-2016 წლებში „სევილიასთან“ ერთად (სამჯერვე ტურნირი მოიგო) და 2019 წელს „არსენალის“ თავკაცის რანგში (ფინალში დამარცხდა), ახლა კი „ვილიარეალი“ გაიყვანა ნახევარფინალში.

ემერის ევროპა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული (სამჯერვე „სევილიაში“) და რეკორდს იტალიელ ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად იყოფს, რომელმაც ორჯერ „იუვენტუსს“ და ერთხელ „ინტერს“ მოაგებინა ეს ტურნირი (მაშინ უეფას თასი ერქვა). ესპანელ სპეციალისტს ახლა შანსი აქვს, ამ რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ემერის ყოფილ კლუბს, ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

0.111251