ფეხბურთი

11:07 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: "რეალში" დარჩენა მინდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და როგორც Mundo Deportivo-ს განუცხადა, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის.

„კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, მაგრამ მეტის თქმა არ შემიძლია. მინდა „რეალში“ დავრჩე, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონშიც აქ ვითამაშებ, მაგრამ ცხადია, ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული“, - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გადავიდა და დღემდე „სამეფო კლუბის“ მაისურით ჩატარებულ 383 თამაშში 26 გოლი გაიტანა.

0.115818