სხვა

1:47 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დისტანციას იცვლის

სამხრეთაფრიკელი კასტერ სემენია, 800 მეტრზე სირბილში, ქალთა შორის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადაზე, ამ დსტანციაზე ვერ იასპარეზებს. საქმე ისაა, რომ მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციამ, მას ტესტოსტერონის შესამცირებელი პრეპარატების მიღება დაავალდებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 400 მეტრიდან, 1 მილამდე (1600 მეტრი) დისტანციებზე ასპარეზობის უფლებას ვერ მიიღებს.

ამიტომ სემენიამ 5000 მეტრზე გადასვლა გადაწყვიტა და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატზე, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. მას სურს, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზეც, ამავე დისტანციაზე იასპარეზოს. თავის რჩეულ დისტანციაზე გამოსვლას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შეძლებს, რომ ტესტოსტერონის დამწევი პრეპარატის მიღებას არ აპირებს.

პრეტორიაში გამართული შეჯიბრზე მან 5 000 მეტრი 15 წუთსა და 52.28 წამში გაირბინა, რაც ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ნიშნულზე (15:10.00) გაცილებით მეტია. პერსპექტივაში, სემენია 200 მეტრზე გადასვლასაც ფიქრობს, ოღონდ თუ 5000 მეტრზე არაფერი გამოუვა, 200 მეტრზე კვალიფიცირებას მომდევნო ოლიმპიადისთვის ეცდება.

„წლები მემატება. მეშინია, კუნთები არ დამიწყდეს. ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო და დავრწმუნდე, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, სასურველ შედეგს მომიტანს. დისტანციას მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს სემენია და დასძენს, რომ თუ ოლიმპიადაზე ვერ მოხვდება, ამით ქვეყნიერება არ დასრულდება. მისთვის მტავარი ჯანმრთელობაა, რატა სპორტში უფრო დიდხანს დარჩენა შეძლოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11488