ფეხბურთი

0:43 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას ტრანსლაციის რეჟისორისთვის შუერაცხყოფის გამო საყვედური გამოუცხადეს

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა.

როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, „აპოელთან“ თასის ნახევარფინალური მატჩის დროს მან თავისი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელსა და აგრეთვე ტელეტრანსლაციის რეჟისორს შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც რეგულაციის მე-4 მუხლი დაარღვია და საყვედური მიიღო.

ზოგადად, მიმდინარე სეზონში ქეცბაია მატჩების დროს მსგავსი ინციდენტისა და პრესკონფერენციის არასათანადოდ ჩატარების გამო ფულადი ჯარიმითაც არაერთხელ დასაჯეს.

„ანორთოსისმა“ „აპოელს“ თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა შინ 1:0 მოუგო, ხოლო საპასუხო მატჩი 21 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111415