ფეხბურთი

14:21 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეოს კოვიდსაჩუქარი

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი, ორგანიზატორებს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისთვის კოვიდვაქცინის შეძენაში დაეხმარა - წერს The Guardian.

არგენტინელმა ჩინურ ფარმაცევტულ კომპანია Sinovac-ს საკუთარი სამი მაისურა უსახსოვრა ავტოგრაფებით. რომლის შემდეგაც ფირმამ 50 ათასი დოზა ვაქცინა მიჰყიდა.

საქმე ურუგვაის პრეზიდენტის, ლუის ლაკალ პოუს შუამდგომლობით მოგვარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის ყველაზე დიდი მატება სწორედ ურუგვაიში შეინიშნება.

ვაქცინების ნაწილი არგენტინის პირველი დივიზიონის 26 კლუბს გაუგზავნეს.

მესის ეს ჟესტი ერთი ნაწილი გახლდათ ამბიციური თუმცა საეჭვო პროექტისა, რომლის მიხედვითაც ზაფხულის „კოპა ამერიკის“ დაწყებამდე, რიმელიც წლეულს არგენტინასა და კოლუმბიაში გაიმართება, ყველა სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი უნდა აიცრას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104611