ფეხბურთი

13:24 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: „შევძელით ლივერპულური ქარიშხლის მოთვინიერება“

„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ (0:0, პირველი მატჩი - 3:1), მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ვიცოდით, რომ მეტოქე თავიდანვე ჟინიანად დაიწყებდა. პირველ 15 წუთში ისინი მართლაც ძალიან კარგები იყვნენ. თუმცა, ეს ნორმალურია. ლიგის მეოთხედფინალი უკვე ისეთი სტადიაა, როცა ზოგჯერ დაცვაში გამაგრება გმართებს. ისიც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეძლო.

შევძელით ლივერპულური ქარიშხლის მოთვინიერება და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა - ნახევარფინალში გავედით. შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი თამაშით.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

ნახევარფინალში „რეალი“ კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს, „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101873