ფეხბურთი

12:55 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ - ერთადერთი წაუგებელი გუნდი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად მოუგო დორტმუნდის „ბორუსიას“ 1:2 (პირველი მატჩიც 2:1) და ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.

ამისდაკვალად, პეპ გვარდიოლას გუნდი ერთადერთი გახდა მიმდინარე ტურნირზე, რომელსაც არცერთი თამაში წაუგია - 9 მოგება და ერთი ფრე. ბურთების შეფარდება 21:3.

სხვათა შორის, გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტი“ პირველად გავიდა ლიგის ნახევარფინალში. მანჩესტერში მისი ხუთწლიანი მუშაობის განმავლობაში ერთხელ მერვედფინალში გავარდა მონაკოსთან და სამჯერ მეოთხედფინალში: „ლივერპულთან,“ „ტოტენჰემთან“ და „ლიონთან.“

0.101286