სხვა

1:14 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მკგრეგორის და პუარიეს მესამე შეხვედრა ლას ვეგასში გაიმართება

UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა გამოაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორის და დასტინ პუარიეს მესამე შეხვედრა ლას ვეგასში, 10 ივლისს გაიმართება. ბრძლას „ტი-მობაილ არენა“ უმასპინძლებს და როგორც უაითი ირწმუნება, მის ტრიბუნას 20 000 მაყურებელი შეავსებს.

ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, მაკგრეგორმა გამოაცხადა, რომ აუქმებს ბრძლას, რადგან კონტრაქტი საქველმოქმედო შეწირულობას არ ითვალისწინებდა. თუმცა უაითის განცხადებიდან მალევე, ESPN-თან საუბრისას, მან დაადასტურა, რომ ბრძოლას აპირებს.

ეს იქნება UFC-ს პირველი ბრძოლა ლას ვეგასში მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია გამოცხადდა. უაითის თქმით, ბილეთების გაყიდვა ამ კვირაშივე დაიწყება. შტატ ნევადას გუბერნატორმა სტივი საისოლაკმა განაცხადა, რომ მისი მოლოდინის შესაბამისად, შტატის ეკონომიკა სრულად 1 ივნისს გაიხსნება. უფრო ადრე იგეგმება სოციალური დისტანცირების და სხვა შეზღუდვების გაუქმება. ამასთან, სავალდებულოდ დარჩება ნიღბის ტარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100748