ფეხბურთი

20:29 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩს ტოტალიზატორთან კავშირის გამო 3-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

შვედეთის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფიფასა და უეფას რეგულაციების დარღვევის გამო შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

შვედური მედიის ინფორმაციით, ზლატანი 2018 წლიდან Bethard-ის 10%-იან წილს ფლობს კომპანია AB-ის საშუალებით, რომელიც მთლიანად მისი საკუთრებაა. ფიფასა და უეფას რეგლამენტის თანახმად კი ფეხბურთელებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში თუ მოთამაშეებს ინტერესი ტოტალიზატორებში აქვთ. იბრაჰიმოვიჩმა ეს წესი დაარღვია და არაა გამორიცხული 3-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, რასაც 100 ათასი ევროს ჯარიმაც დაემატება.

როგორც ცნობილი გახდა, შვედეთის ფეხბურთის ასოციაციაში ძალიან დიდი ხანია იციან ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და სწორედ ამიტომ, ზლატანი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ნაკრებში არ დააბრუნეს.

Bethard ფსონებს ჩვეულებრივ იღებდა შვედეთი - საქართველოსა და კოსოვო - შვედეთის მატჩებშიც, რომელშიც იბრაჰიმოვიჩმა მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, აღნიშნული ტოტალიზატორი ფსონებს სერია A-ს შეხვედრებზეც იღებს, სადაც იბრაჰიმოვიჩი თამაშობს.

ფიფასა და უეფაში ჯერჯერობით გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, ისევე როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელსაც „მილანთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მას 1 წლით გაახანგრძლივებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115479