ფეხბურთი

13:22 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ეს შედეგი არ გვინდოდა, მაგრამ რაც მოხდა, უნდა შევეგუოთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვილის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელმა სპეციალისტმა „პარი სენ ჟერმენს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ მის გუნდს შეტევის დაგვირგვინების მომენტში რაღაც აკლდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პირველ მატჩში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და მეტოქეს ბევრი შანსი არ შევაქმნევინეთ, შეიძლებოდა მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით, სახლში მესამე გოლი რომ არ მიგვეღო. ყველამ დაინახა, რამდენად საშიში იყო პსჟ შეტევაში. მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზობას გამოვეთიშეთ, მინდა ჩემი გუნდი შევაქო და როგორც წაგებული, გამარჯვებულს ვულოცავ.

როგორც წესი, ჩემი გუნდი მოედნის ბოლო მესამედში კარგად უტევს, მაგრამ ამჯერად საბოლოო შეხება გვაკლდა. უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა, მიუხედევად იმისა, რომ სხვა შედეგის იმედი გვქონდა“, - აღნიშნა ფლიკმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ მიმდინარე სეზონში გერმანიის თასსაც გამოეთიშა და მხოლოდ გერმანიის ჩემპიონატის მოგების შანსი დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116185