ავტოსპორტი

2:27 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

გადაწყვეტილება ეხება საკითხს, თუ როდის უნდა დაიწყოს გუნდმა 2022 წლის სეზონისთვის მზადება. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც 2022 წელს ფორმულა 1-ში ახალი, რევოლიუცური ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესების მიზნით, ახალ მანქანებს სრულიად განსხვავებული აეროდინამიკა ექნება.

ყველაფერთან ერთად, პრობლემა ისიცაა, რომ ახალ მანქანაზე მუშაობის ადრეულად დაწყების შემთხვევაში, არსებული მანქანის სრულყოფის რესურსი თითქმის აღარ დარჩება. არადა, სამქიმიანებს „რედ ბულთან“ ჩამორჩენის აღმოფხვრა ესაჭიროებათ იმისთვის, რომ ზედიზედ მერვე ტიტულისთვის იბრძოლონ.

„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა აღიარა, რომ გუნდი რთულ სიტუაციაშია, რადგან მიმდინარე ჩემპიონატში „რედ ბულთან“ მძიმე ბრძოლა მოელის, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანის გაუმჯობესების პროცესის ადრეულად შეწყვეტა, ტიტულზე უარის თქმის ტოლფასი გახდება.

იმავდროულად, არ არსებობს გარკვეული პასუხი იმაზე, თუ როდის სჯობს 2022 წლის მანქანაზე მუშაობის დაწყება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მსგავსი დილემის წინაშე, ყველა დანარჩენი გუნდიც იმყოფება, მათ შორის, „რედ ბულიც“.

„დაუშვებელია 2021 წლის სეზონის გაწირვა. მაგრამ იმავდროულად, ახალი რეგლამენტი რამდენიმე წლით დარჩება და თუ ახალი მანქანის შემუშავებას ახლავე არ შევუდგებით, მერე გვიან იქნება და მდევრის როლში ყოფნა მოგვიწევს. და დაწევა ძალიან ძნელი იქნება“, - ამბობს ვოლფი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115259