ჩოგბურთი

1:20 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იგა სვიატეკი თიხნარის სეზონს მადრიდში დაიწყებს

საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა შტუტგარტის ღია პირველობაზე თამაშისგან თავი შეიკავა და გადაწყვიტა, თიხნარის სეზონი WTA 1000-იან ტურნირებზე, მადრიდსა და რომში გამოსვლით დაიწყოს. შემდეგ კი მისი მიზანი, როლან გაროსზე ტიტულის დაცვა იქნება.

19 წლის სვიატეკს მას შემდეგ არ უთამაშია, რაც მაიამის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა. შტუტგარტის ღია პირველობა მომავალ კვირაში იმართება და მას მადრიდის ტურნირი მოჰყვება. სწორედ მადრიდში შედგება ამ სეზონში სვიატეკის დებიუტი თიხის კორტებზე.

როლან გაროსის დაწყება კი ერთი კვირით, 30 მაისისთვის გადაიდო, რისი მიზეზიც, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღაა. საშიში ვირუსის უკონტროლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საფრანგეთის მთავრობამ გამოსავლად ლოკდაუნი მიიჩნია.

„სამწუხაროდ, წელს შტრუტგარტში თამაშს ვერ შევძლებ. ეს იოლი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ბევრი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მადრიდის, რომის და პარიზის ტურნირებისთვის მოსამზადებლად, მეტი დრო მჭირდება“, - ამბობს სვიატეკი.

0.109545