ფეხბურთი

22:40 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ძალების დაზოგვაზე არ ვფიქრობთ, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ მატჩის პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბოლო შეხვედრებში დიდი ძალისხმევა დახარჯა, მაგრამ ამ მჭიდრო გრაფიკს შეჩვეულები არიან.

„რა თქმა უნდა, სირთულეები გვექნება, მაგრამ ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით - ვიბრძოლებთ და თავს კარგად დავიცავთ. გულშემატკივრების გარეშე ვითამაშეთ, ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით.

ლა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და არა იმაზე, რომელ ტურნირზე გავაკეთოთ აქცენტი. გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ და ძალების განაწილებას არ ვაპირებთ. მადრიდის „რეალი“ ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს და ახლაც იგივეს ვეცდებით. „ლივერპულთან“ და „ბარსელონასთან“ მატჩებში დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, მაგრამ ამ რეჟიმს შეჩვეულები ვართ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ მადრიდში 1:3 წააგო და ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1115