ფეხბურთი

21:28 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ქამ-ბექის გარანტია ფანების გარეშე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის დასაკარგი არაფერია"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს უკან დასახევი გზა და დასაკარგი არაფერი აქვს.

„როდესაც 1:3 გაქვს წაგებული, დასაკარგი აღარაფერი გრჩება. ჩვენ ვეცდებით და ეს ჩვენი საქმეა. სწორედ ამ ფიქრებით ვუახლოვდებით მატჩს. რამდენიმე წლის წინ „დორტმუნდთან“ ერთად „რეალთან“ 0:3 წავაგე, თამაშის შემდეგ ჟურნალისტებმა მკითხეს, ყველაფერი დასრულდა თუ არა: სავარაუდოდ, ვუპასუხე მე. საპასუხო შეხვედრაში 2:0 მოვიგეთ და უფრო მეტიც შეგვეძლო. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ მოგებას ვეცდებით და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კარის მშრალად შენახვა. დაცვაში კარგი თამაში აუცილებელია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში არსებობს თუნდაც ერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია მადრიდის „რეალს“ ერთი მომენტი მაინც არ შეაქმნევინოს.

გაცილებით კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე მადრიდში, განსაკუთრებით შეტევაში და ეს შესაძლებელია, რადგან იქ პრაქტიკულად არაფერი შეგვიქმნია. ჩვენ არ გვაქვს ქამ-ბექის გარანტია, განსაკუთრებით ფანების გარეშე. თუმცა, ჩვენ შევეცდებით კვლავ სწორი ატმოსფერო შევქმნათ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ მადრიდში 1:3 წააგო და ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114239