ფეხბურთი

18:00 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფეხბურთისთვის რეკორდი: ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა!

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. Transfermarkt-მა დღეს ფეხბურთელთა ფასები განაახლა და ხვიჩა 5 მილიონი ევროთი გაძვირდა!

შესაბამისად, ახლა კვარაცხელიას აღნიშნული ვებგვერდი 15 მილიონ ევროდ აფასებს (აქამდე მისი ფასი 10 მილიონი იყო). აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ფეხბურთის რეკორდია და 15 მილიონ ევროდ Transfermakt-ს მანამდე არცერთი ქართველი ფეხბურთელი არშეუფასებია.

ხვიჩას ფასის ზრდა მოსალოდნელი იყო საქართველოს ნაკრებში და „რუბინში“ ბოლო პერიოდში ჩატარებული ბრწყინვალე თამაშების შემდეგ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „რუბინში“ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში თავი 4 გოლით, ამდენივე საგოლე პასითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ქართველ შემტევს ბოლო დროს „მილანს“, „იუვენტუსს“, „ბაიერნს“ და „დორტმუნდს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120207