ავტოსპორტი

11:27 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს დრიფტის სერიების პირველი ეტაპი ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე “BMW CLUB GEORGIA”-ს ორგანიზებითა და საქართველოს საავოტმობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ორ სხვადასხვა კლასში საქართელოს ჩემპიონატი დრიფტში ჩატარდა. დრიფტის სერიები 2021-ის პირველი ეტაპის გამარჯვებული კი ნოდო კოდუა გახდა.

ტურნირში PRO და PRO2 ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა, 52 დრიფტერი მონაწილეობდა.

შეჯიბრების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ამინდი, ამ ფაქტორმა ღონისძიებას მეტი დაძაბულობა, ინტერესი და სირთულე შესძინა, რადგან 32 არალიცენზირებული დრიფტერი პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული 20 დრიფტერი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა.


პრო 2 კლასში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა :

1 ადგილი - სიმონ გუნცაძე

2 ადგილი - ნიკა კაკიაშვილი

3 ადგილი - ჯაბა სოროზანიშვილი

გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა გაიმართა პროფესიონალთა რიგებში. შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილები ნოდო კოდუა და ვახო ხურციძე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც ნოდო კოდუამ იამარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.

პრო კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

1 ადგილი - ნოდო კოდუა

2 ადგილი - ვახო ხურციძე

3 ადგილი - დავით ნუცუბიძე

ასევე, სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყო ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა, სადაც მაყურებელბს მათი ახლოს ნახვის და ფოტოების გადღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს, “ევროპის ჩემპიონატის ფინალი დრიფტში" თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, რომელშიც საქართველოს სახელით ნოდო კოდუა და მევულდ მელაძეთან ერთად პირველი და მეორე ეტაპის 2 გამარჯვებული დრიფტერი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მიზანია, აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები, მოუწოდოს და მოიზიდოს უსაფრთხო ტერიტორიებსა თუ შეჯიბრებზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103799