თამაშგარე

10:56 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა ლონდონში გაიშხლართა

ამასწინათ, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ერთი ფრიად უცნაური, თუმცა ნაკლებად სახალისო ამბავი შეემთხვა ვეტერან რუს მეჩოგნე ქალს, მარია შარაპოვას, რომელიც ეს ბოლო ორი წელია სწორედ ბრიტანეთის მიწაზე მოსახლეობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იქავ დარჩება საცხოვრებლად.

საკუთარი სახლიდან გამოსულ მარიას ის-ის იყო გზა უნდა გადაკვეთა, რომ უცებ ფეხი აუცურდა და მთელი ნისლიანი ალბიონის თვალწინ თავისი მოკლე კაბითა და გრანდიოზული ბარძაყებით შუა ქუჩაში ისე დაშხოშიანად წამოიპლაკა, მისი დამნახავი კაცი იტყოდა, რაღა ესა და რაღა გლდანელი “ტანჯულაო“.

სანამ გლდანელი “ტანჯულას“ რაობის განხილვას შევყოლილვართ და ამაზე დაგვიხარჯავს მკითხველისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დრო, იმას გეტყვით, რომ ვინ არ წაქცეულა, მაგრამ მაინც უცნაურია მარია შარაპოვას გაშხლართვა, რომელიც ჩოგბურთის თამაშისას მუდამ თავისი ძლიერი ფეხებით და მძლავრი აღნაგობით გამოირჩეოდა,

0.145701