ავტოსპორტი

4:30 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიკ შუმახერი: ტრაფიკში მანქანას ჩაჭიდების მხოლოდ 20 პროცენტი აქვს

მიკ შუმახერი ამბობს, რომ გაოცებულია იმით, თუ რამდენ ჩაჭიდებას კარგავს ფ1-ის ავტომობილი, როდესაც სხვა მანქანების უკან მოძრაობს. „ჰაასის“ ორივე პილოტი, სადბიუტო რბოლისას დატრიალდა. ამასთან, თუ ნიკიტა მაზეპინმა რბოლა მეორე წრეზევე დაასრულა, შუმახერმა ფინიშს მიღწია. თუმცა ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთა.

შუმახერი ასევე ამბობს, რომ პირველივე რბოლაში ბევრი ისეთი რამ ისწავლა, რისი მსგავსსაც, უფრო დაბალ ფორმულებში არ შეხვედრია. და საერთო ჯამში, უზარმაზარი გამოცდილება მიიღო.

„მინდა ვთქვა, რომ ტონობით ახალი რამ ვისწავლე. საერთოდ, ძნელია იმ ყველაფრის გადმოცემა, რასაც გრძნობ და განიცდი. ბევრი რამ საბურავებზე ვისწავლე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაზე დიდი სიახლეა, რაც ფ1-ში დამხვდა“, - ამბობს ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილი.

„გარდა ამისა, გაოცებული დავრჩი იმით, თუ რამდენ ჩაჭიდებას ვკარგავდით რბოლის დასაწყისში, როდესაც ჩვენს წინ ბევრი მანქანა იყო. მოსახვევში შესვლისას, ჩაჭიდება ალბათ 100-დან 20 პროცენტზე ჩამოდიოდა“, - ყვება შუმახერი.

გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერი ამბობს, რომ პირველ რბოლებში, მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი კილომეტრის გავლაა: „ჩვენ ვიცით, რომ მიღწევებს ვერ გამოვეკიდებით. ჩვენ სწავლის ფაზაში ვართ. ჩვენ რაც შეიძლება, მეტი წრის გავლა გვჭირდება. თუ ამას შევძლებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს შტაინერი და დასძენს, რომ მისი პილოტებისთვის მომდევნო რბოლებშიც, გამოცდილების დაგროვება პრიორიტეტული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138359