ფეხბურთი

23:33 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" ჰოლანდის გაყიდვა არ სურს, მაგრამ რაიოლა მათ არ ეთანხმება

გერმანულ „დორტმუნდს“ ერლინგ ჰოლანდის გაყიდვა არ სურს. ამის შესახებ მინო რაიოლას ისაუბრა და თქვა, რომ კლუბის წარმომადგენლებს არ ეთანხმება.

„დიახ, მართალია, მე შევხვდი კლუბის მენეჯერებს და მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ჰოლანდის გაყიდვა არ სურთ ამ ზაფხულს. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და დაძაბულობა არ არსებობს“, - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდს მიმდინარე სეზონში 43 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, რაიოლას მოთხოვნაა, რომ მის კლიენტს ახალმა გუნდმა, რომელსაც აირჩევენ, კვირაში 1 მილიონი ევრო გადაუხადოს.

0.113458