ფეხბურთი

14:02 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. ავთანდილ ასათიანი გუნდი მოსკოვში 15 მოთამაშით ჩავიდა. 11 აპრილს საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ დარბაზში მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საფრანგეთთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეროვნულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში შაგინია, ბრუნო პეტრი და ფუმასა ვერ დაეხმარებიან. ავთანდილ ასათიანის გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს გუნდს თსუ-ს შემტევი გიორგი ჩიმაკაძე შეუერთდა.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე საფრანგეთი ანგარიშით - 3:2 დაამარცხა და ათი ქულა მოაგროვა. ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 2022 წელს ნიდერლანდებში ევროპის უძლიერეს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევრო 2022-ის ფინალური ეტაპის საგზური ასევე მოიპოვა, რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ყველა ჩატარებული შეხვედრა მოიგო და 15 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

​საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი)

რუსეთისა და საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 აპრილს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ონლაინ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

GFF.GE
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113963