ფეხბურთი

16:01 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი სეზონის ბოლოს "რეალიდან" წასვლას აპირებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას განიხილავს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

ფრანგ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ შესაძლოა ის ვადაზე ადრე გაწყვიტოს და კარიერაში ისევ პაუზა აიღოს ან სხვა გუნდში განაგრძოს საქმიანობა.

ზინედინ ზიდანმა „სამეფო კლუბი“ ჯერ კიდევ 2018 წელს თავისი სურვილით დატოვა, მაგრამ 2019 წელს გუნდში დაბრუნდა და გასულ სეზონში ლა ლიგა მოაგებინა. მიმდინარე სეზონსაც „რეალი“ ზიზუს თავკაცობით წარმატებით ატარებს და ორ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას - ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ 1 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალთან ძალიან ახლოსაა.

ზიდანის მომავალს ყველაზე აქტიურად დიდი ხანია საფრანგეთის ნაკრებსა და ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112986