ფეხბურთი

13:41 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დროებით შეჩერდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დროებით ჩერდება. აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია ამა წლის იანვარში განახლდა და დღესდღეისობით დარეგისტრირებულია 180-ზე მეტი კანდიდატი. დარეგისტრირებულ პირთა მონაცემების დამუშავება კვლავ მიმდინარეობს.

აქვე გაცნობებთ, მწვრთნელები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამწვრთნელო კარიერაში, კურსზე მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ პირადი წერილის საშუალებით.

ინფორმაციას რეგისტრაციის განახლებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11658