ჩოგბურთი

3:36 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მონტე კარლოში სათამაშოდ მზადააა

მსოფლიოს მესამე ჩოგანი რაფაელ ნადალი ამბობს, რომ სრულად გამოჯანმრთელდა და მზადაა, თიხნარის სეზონი მონტე კარლოს მასტერსზე თამაშით დაიწყოს. ესპანელს მას შემდეგ არ უთამაშია, რაც ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში, ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა.

ესპანელმა რამდენიმე ტურნირი, მათ შორის მაიამის მასტერსი, ზურგის ტკივილის მიზეზით გამოტოვა. ეს ტრავმა მან მელბურნში თამაშისას მიიღო. მონტე კარლოში ნადალი მე-12 ტიტულის მოსაპოვებლად ითამაშებს. ესპანელი არ მალავს, რომ თიხნარის სეზონში, მისი მთავარი მიზანი, საფრანგეთის ღია პირველობაზე მე-14 ტრიუმფი იქნება.

„ჩემთვის სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყო. ვფიქრობ, კარგად მოვემზადე. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ მომენტისთვის, ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაში მაქვს. თავდაჯერებულიც ვარ. ამ დღეებში მონაკოში ვივარჯიშე. მოკლედ, მზად ვარ“, - განაცხადა 34 წლის ნადალმა, ვინც ტურნირის პირველ წრეში არ ითამაშებს.

მონაკოში, ნადალთან ერთად იქნება მისი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, მისი ბიძა და ყოფილი მწვრთნელი ტონი, ვინც ახლახანს კანადელი ფელიქს ოგერ-ალიასიმეს მწვრთნელი გახდა. ტონი ნადალმა, ვინც ახლა 60 წლისაა, რაფას მწვრთნელობას თავი 2017 წელს დაანება. ამის მიზეზი ის იყო, რომ რაფაელ ნადალის მალიორკას აკადემიას ჩადგომოდა სათავეში. სწორედ ამ აკადემიაში ივარჯიშა ოგერ-ალიასიმემ 2021 წლის სეზონის დაწყებამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101668