ფეხბურთი

2:03 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "სონს გაუმართლა, რომ სულშერზე უკეთესი მამა ჰყავს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჰონ-მინ სონი გააკრიტიკა. ნორვეგიელის აზრით, სამხრეთ კორეელის რეაქცია სკოტ მაკტომინეისთან კონტაქტის შემდეგ გადაჭარბებული იყო, რის გამოც „იუნაიტედის“ გოლი გაუქმდა.

„თუ ჩემი შვილი ასე დარჩება სამი წუთის განმავლობაში მოედანზე და წამოსაყენებლად 10 თანაგუნდელი დასჭირდება, ის ჩემგან საკვებს არ მიიღებს“, - განაცხადა სულშერმა ირონიულად.

რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიომ ნორვეგიელს უპასუხა და მისი კომენტარი კიდევ უფრო საინტერესო იყო:

„უბრალოდ მინდა ვთქვა, სონს ძალიან გაუმართლა, რომ მამამისი ოლეზე უკეთესი ადამიანია, რადგან მე ვფიქრობ, რომ შვილებს ყოველთვის უნდა აჭამო, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ ისინი. ოლესაც ვუთხარი, რას ვფიქრობ მის კომენტარებზე“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერს“ პირველი გოლი არ ჩაუთვალეს და შემდეგ ტაიმიც წააგო (1:0), მეორე ნახევარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა (3:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122444