ფეხბურთი

0:30 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობენმა ტრავმა მოირჩინა და 6-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

ლეგენდარული არიენ რობენი ზუსტად 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. 37 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს ხსენებული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ გამოჯანმრთელება მოახერხა.

"გრონინგენის" შემტევმა „უტრეხტთან“ საგარეო მატჩში 74-ე წუთიდან ითამაშა. მან სეზონში სულ რაღაც მესამე თამაში ჩაატარა. რობენს ამ სეზონში 29 მატჩი გაუცდა. ზოგადად, რობენმა შიდა ჩემპიონატში ბოლოს მინიმუმ 30 შეხვედრაში 2002-2003 წლების სეზონში მიიღო მონაწილეობა, როცა ჯერ კიდევ პსვ ეინდჰოვენში თამაშობდა.

რობენს კარიერა დასრულებული ჰქონდა და გასულ ზაფხულს განაახლა. მას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მაგრამ ნიდერლანდული მედიის ცნობით, კლუბი მზადაა ხელშერკულება 1 წლით გაუხანგრძლივოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114572