ჩოგბურთი

0:59 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩარლსტონის ტურნირის ჩემპიონი კუდერმეტოვა გახდა

ჩარლსტონის „ვოლვო ქარის“ ღია ჩემპიონატის ფინალში, რუსმა ვერონიკა კუდერმეტოვამ ჩერნოგორიელი დანკა კოვინიჩი 6-4, 6-2 დაამარცხა და WTA-ს ტურზე თავისი პირველი ტიტული მოიპოვა.

მე-15 ნომრად განთესილმა კუდერმეტოვამ ტურნირი ისე მოიგო, ერთი სეტიც არ წაუგია. ნახევარფინალში მან ესპანელ პაულა ბადოსას 6-3, 6-3 მოუგო. 23 წლის ჩოგბურთელი ამ სეზონში მეორედ გავიდა ფინალში. პირველად აბუ დაბის ტურნირის ფინალში, იანვარში ითამაშა, მაგრამ ბელარუს არინა საბალენკასთან დამარცხდა.

კოვინიჩმა ტურნირი სამ განთესილ მეტოქეს დაატოვებინა. ჯერ უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს, ჩეხ პეტრა კვიტოვას მოუგო, შემდეგ კი ყაზახი იაულია პუტინცევა გაანადგურა (მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო). ტუნისელ ონს ჟაბურთან ნახევარფინალურ შეხვედრაში, პირველი ექვსი გეიმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო. მაგრამ მერე ჩერნოგორიელმა ზედიზედ შვიდ გეიმში იმარჯვა და შეხვედრაც 6-3, 6-2 მოიგო.

მაგრამ ფინლში თავიდანვე რუსი დომინირებდა, რომელმაც მეორე სეტის მეშვიდე გეიმში გადამწყვეტ ბრეიკს მიღწია და 5-2 დაწინაურდა. შემდეგ კი, თავის მოწოდებაზე, გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114122