ფეხბურთი

23:20 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავას ოთხ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის "რუბინს"

„ინჰულეცის“ ქართველი თავდამსხმელის, ნიკა სიჭინავას მიმართ ინტერესს ოთხი გუნდი იწვევს. Meta-ratings-ის ინფორმაციით, 26 წლის შემტევით ორი რუსული, უნგრული და მოლდოვური გუნდები არიან დაინტერესებულნი.

სიჭინავას „ინჰულეცთან“ კონტრქტი ზაფხულში ეწურება და მხარეები ჯერჯერობით მის განახლებას არ ჩქარობენ. ზემოხსენებული გამოცემის მტკიცებით კი, ნიკას ყაზანის „რუბინი“, ტირასპოლის „შერიფი“, მოსკოვის „დინამო“ და „ფეჰერვარი“ ეპატიჟებიან.

ქართველი თუ თავისუფალი აგენტი გახდება, ტრანსფერის ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება. „რუბინი“ ქართველებისთვის კარგად ნაცნობი გუნდია, „ფეჰერვარში“ ბუდუ ზივზივაძე თამაშობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ნიკა სიჭინავამ უკრაინის პრემიერლიგის „ინჰულეცის“ მაისურით 17 თამაშში 5 გოლი გაიტანა. ის უკრაინულ გუნდში მეხუთე წელია თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118034