ფეხბურთი

20:10 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივიმა" ქუთაისში მოიგო, "ტორპედოს" მოუგებელი სერია გრძელდება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მაყურებელმა ძალიან საინტერესო შეხვედრა იხილა.

პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში თორნიკე კირკიტაძემ გახსნა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ქუთაისში ტაიმი მოიგო. გაცილებით საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარი, რომელიც დასაწყისში ტუიჩიბაევმა წონასწორობა აღადგინა.

ქუთათურებს სულ მალე წინ გასვლის იდეალური შანსი მიეცათ, მაგრამ ზიდანმა პენალტი კარს ააცილა და ანგარიში უცვლელი დარჩა, თუმცა, მხოლოდ ორი წუთით ადრე. თბილისელებმა საპასუხო შეტევა გოლით დაასრულეს და თემურ შონიამ მასპინძლებს გამოუყენებელი პენალტი არ აპატია.

„ლოკომოტივმა“ ერთ წუთში კიდევ ერთხელ გაიტანა და თამაშს ინტრიგა მოუკლა. წერტილი ბექა დარცმელიამ დასვა, რომელმაც შორი მანძილიდან ერთი შეხებით ფანტასტიკური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლოკომოტივმა“ 14 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ხოლო „ტორპედომ“ ზედიზედ 5 ფრის შემდეგ წააგო და ისევ მოუგებელია. მიხეილ აშვეთიას გუნდი 5 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში „ლოკო“ 16 აპრილს „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტორპედო“ 17 აპრილს, „სამგურალს“ ესტუმრება.

„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 კირკიტაძე (45), 1:1 ტუიჩიბაევი (58), 1:2 შონია (71), 1:3 დარცმელია (72)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113553