ფეხბურთი

11:08 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 წელი არც გოლი და არც საგოლე პასი: მესი "ელ კლასიკოში" რონალდუს გარეშე გოლს ვერ იტანს

„ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ კაპიტნის, ლიონელ მესის მშრალი სერია გრძელდება. არგენტინელმა თავდამსხმელმა „რეალს“ ისევ ვერ გაუტანა და უკვე ზედიზედ 7 თამაშია, რაც მადრიდელების წინააღმდეგ მოედნიდან უგოლოდ გადის.

მესიმ „ელ კლასიკოში“ ბოლოს თავი 2018 წლის მაისში გამოიჩინა და მას შემდეგ 8 „კლასიკო“ ჩატარდა, საიდანაც პირველში ლეოს არ უთამაშია და „ბარსამ“ მის გარეშე 5:1 მოიგო, მაგრამ მას მერე 7 შეხვედრაში მინდორზე იყო და სტატისტიკა საშინელია:

7 თამაში, 567 წუთი მინდორზე, 21 დარტყმა კარისკენ, 8 დარტყმა კარში, 0 გოლი და 0 საგოლე პასი. საინტერესოა, რომ მესის „ელ კლასიკოში“ მას მერე არ აქვს გოლი გატანილი, რაც „რეალი“ კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა, ხოლო 2018 წლის მაისში პორტუგალიელი მინდორზე იყო და იმავე ზაფხულს ის „იუვენტუსში“ გადავიდა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონას“ 2:1 მოუგო. „ელ კლასიკო“ „ბარსას“ 2019 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო „რეალმა“ კატალონურ გრანდს სეზონში ორივე თამაში 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოუგო, ხოლო ზედიზედ სამჯერ 43 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113226