ფეხბურთი

10:28 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "იმედი მაქვს, "ანორთოსისში" ჩემი ბოლო თამაში თასის ფინალი იქნება"

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ თემურ ქეცბაია ტოვებს. უკვე ყველაფერი ამაზე მიანიშნებს და მათ შორის, ქართველი მწვრთნელის განცხადება, რომელმაც ლიმასოლის „აპოლონთან“ (1:1) მატჩის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მისი ბოლო თამაში „ანორთოსისში“ კვიპროსის თასის ფინალი იქნება.

ფამაგუსტელებმა ჩემპიონატის 32-ე ტურში „აპოლონს“ ვერ მოუგეს, მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ოქრიაშვილის გოლით იგებდნენ, ბოლოს მსაჯის კომპენსირებულ დროში საპასუხო გოლი გაუშვეს.

„ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და დადებითი შედეგისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ცუდია, რომ წელს ჩემპიონობას ვერ ვახერხებთ და ვფიქრობ, რომ ამ დროს მწვრთნელი უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, მეც აბსოლუტურად ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას, რომ გუნდმა ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონობა ვერ შეძლო. პლეი-ოფში ვაჩვენეთ, რომ სხვა გუნდები ჩვენზე უკეთესი არ არის. რაღაც ყოველთვის გვაკლდა, ეს არის იღბალი, რომელიც საჭიროა. ჩვენ ბედმა ზურგი გვაქცია.

წინ გველოდება თასის ნახევარფინალი და ორი რთული თამაში „აპოელთან“. პასუხისმგებლობას ვიღებ და იმედი მაქვს, რომ „ანორთოსისში“ ჩემი ბოლო თამაში თასის ფინალი იქნება. ჩემი ფეხბურთელები ვამაყობ, რადგან ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და ყველაფერს აკეთებდნენ ტიტულის მოსაპოვებლად. ჩვენი ოცნება კიდევ გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება წასვლაზე მივიღე? ვიმეორებ, ვიმედოვნებ თასის ფინალი ბოლო თამაში იქნება, რადგან ჩემი კონტრაქტი იწურება. ეს არ არის ის, რაც მე მსურს, მაგრამ ეს მთავარი არაა“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 54 ქულით მეოთხე ადგილზეა, თასის ნახევარფინალში კი „აპოელს“ 14 და 21 აპრილს დაუპირისპირდება.

0.11197