სხვა

23:09 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდის მცირე ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.

მან ყველას ატაცში აჯობა. ანასტასიამ 108 და 11 კგ დააფიქსირა და მიუხედავად იმისა, რომ 113 კგ ვერ დაძლია, ამ დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა.

აკვრაში ანასტასიამ პირველ მოძრაობაში 128 კგ დააფიქსირა, მაგრამ მერე ზედიზედ ორჯერ 132 კგ ვერ დაძლია და როგორც ამ კონკრეტულ დისციპლინაში, ისევ ორჭიდის ჯამში უმედლოდ დარჩა. გოტფრიდი ორჭიდის ჯამში მას 239 კგ-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118843