ფეხბურთი

20:51 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა „ბარსელონასთან“ ერთად მადრიდში გაემგზავრა

10 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, „ელ კლასიკო“ გაიმართება. „რეალი“ „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე „ბარსელონას“ უმასპინძლებს. თბილისის დროით მატჩი 23 საათზე დაიწყება.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდი გვამცნობს, რომ გუნდთან ერთად კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც გაემგზავრა მადრიდში.

ლაპორტა „ბარსას“ 2003-10 წლებშიც პრეზიდენტობდა. 2021 წლის მარტში კი ის მეორედ აირჩიეს ამ პოსტზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109982