ფეხბურთი

20:16 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ “ასტონ ვილა“ დაამარცხა და მეოთხე ადგილზე დადგა

პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, პირველი წრის შეხვედრაში ბირმინგემელებმა მერსისაიდელებს 7:2 მოუგეს და ცხადია, მასპინძელთა მხრიდან რევანშის სურვილი დიდი იყო.

მაგრამ ანგარიში 43-ე წუთზე სტუმარმა ოლი უოტკინსმა გახსნა. კაცმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ჰეთ - თრიქი შეასრულა.

57-ე წუთზე მო სალაჰმა გაათანაბრა. უკვე დამატებულ წუთებზე კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა შორეულ კუთხეში.

„ლივერპულმა“ ექვსმატჩიანი საშინაო მოუგებელი სერია შეწყვიტა, 52 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე დადგა. თუმცა, მოგვიანებით „კრისტალ პალასი“ – „ჩელსის“ მატჩი გაიმართება, რომელმაც, შესაძლოა, სატურნირო ვითარება შეცვალოს.

0.117594