ავტოსპორტი

3:44 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის პილოტთა ხელფასები 2021 წლის სეზონში

ახალი სეზონის წინ, ფორმულა 1-ის კულუარებში ერთ-ერთი მტავარი სალაპარაკო თემა, ლუის ჰამილტონსა და „მერსედესს“ შორის ახალი კონტრაქტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის გერმანული გუნდისგან, რომელთან ერთადაც, თავისი შვიდი ტიტულიდან ექვსი მოიპოვა, სხვა პირობებთან ერთად, ხელფასის გაზრდასაც მოითხოვდა.

წინა კონტრაქტით, ჰამილტონი სეზონში 40 მილიონ დოლარს ხელფასის სახით ღებულობდა. რაც ნიშნავს, რომ თითო რბოლაში 2 მილიონზე მეტს გამოიმუშავებდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩემპიონი ახალ სეზონში 50 მილიონს მოითხოვდა. ამ ინფორმაციას ჰამილტონი უარყოფდა.

საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტი ერთი წლით გაგრძელდა და ჰამილტონი ხელფასის 30 მილიონ დოლარამდე დაწევას დათანხმდა. ამჯერად ის თითო რბოლაში (სულ სეზონში 23 ეტაპია) მილიონზე მეტს და ბონუსებს მიიღებს.

ჰამილტონი ერთადერთი ჩემპიონი არაა, ვისაც ამ სეზონში ხელფასი შეუმცირდა. არაოფიციალური ინფორმაციით, „ასტონ მარტინი“ სებასტიან ფეტელს დაახლოებით იმის ნახევარს უხდის, რაც გერმანელმა „ფერარისგან“ გასულ სეზონში აიღო.

ფეტელზე მეტი ხელფასი აქვს ფ1-ში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ფერნანდო ალონსოს, ვისაც მიმდინარე სეზონში, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე პილოტებს შორის, ჰამილტონის და მაქს ფერსტაპენის შემდეგ, მესამე ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს.

პლოტთა ხელფასები (დოლარებში)

მერსედესი

ლუის ჰამილტონი – 30 მილიონი

ვალტერი ბოტასი – 10 მილიონი

რედ ბული

მაქს ფერსტაპენი – 25 მილიონი

სერხიო პერესი - 8 მილიონი

მაკლარენი

დანიელ რიკარდო - 15 მილიონი

ლანდო ნორისი - 5 მილიონი

ასტონ მარტინი

სებასტიან ფეტელი - 15 მილიონი

ლანს სტროლი - 10 მილიონი

ალპინი

ფერნანდო ალონსო - 20 მილიონი

ესტებან ოკონი - 5 მილიონი

ფერარი

შარლ ლეკლერი - 12 მილიონი

კარლოს საინს უმცროსი - 10 მილიონი

ალფატაური

პიერ გასლი - 5 მილიონი

იუკი ცუნოდა - 0.5 მილიონი

ალფა რომეო

კიმი რაიკონენი - 10 მილიონი

ანტონიო ჯოვინაცი - 1 მილიონი

ჰაასი

მიკ შუმახერი - 1 მილიონი

ნიკიტა მაზეპინი - 1 მილიონი

უილიამსი

ჯორჯ რასელი - 1 მილიონი

ნკოლას ლატიფი - 1 მილიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11545