ფეხბურთი

0:22 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად კუპატაძე: "ცრემლების შეკავება არ შემიძლია, ჩემთვის ბოლო შანსი იყო"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ საფრანგეთთან (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი მეკარის განცხადებით, მისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ბოლო შანსი იყო და ძალიან ბედნიერია.

„რუმინეთთან წინა პლეი-ოფში (2017 წელს - რედ) წაგების შემდეგ, ჩემთვის და იმ ბიჭებისთვის, ვინც მაშინ მოედანზე იყვნენ, განსაკუთრებით ძნელი სათამაშო მსგავსი მატჩი და ამიტომ განსაკუთრებული გამარჯვებაა. ბიჭებმა ყველაფერი გავიღეთ.

ერთს ვიტყვი, რომ 9 აპრილს, 8-9 წლის პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ის ტრაგედია მახსოვს და 32 წლის შემდეგაც მახსოვს, რომ ამ ტრაგედიის შესახებ, როდესაც გავიგე, ეზოში ვიყავი. მინდა მთელ საქართველოს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად მივუსამძიმრო. ძალიან სიმბოლურია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ამ დღეს მოვხვდით.

ქართველებისთვის ფეხბურთი რელიგია და ყველაფერია, ამიტომ, ყველას გილოცავთ. ცრემლების შეკავება არ შემიძლია, კარიერის დასასრულს თითქმის ბოლო შანსი მქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა. ყველას, ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს, ფედერაციის ხელმძღვანელებს დიდი მადლობა“, - თქვა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღა ევროპის ჩემპიონატზე თამაში და კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში 2022 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება. საქართველოს ნაკრები კი შესარჩევ ეტაპს 12 აპრილს რუსეთთან საგარეო მატჩით დაასრულებს, მაგრამ მის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა აღარ აქვს.

0.126682