ფეხბურთი

22:30 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად! საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიაში პირველად! ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხვა ჯგუფის მატჩი, სერბეთსა და რუმინეთს შორის დასრულდა.

სერბეთს ვერ უნდა მოეგო და ვერც მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა.

ამრიგად, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ნაკრები ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმს ხუთი ტურის თავზე ჯგუფში 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე გავა. 8 მეორეადგილოსანს შორის კი საუკეთესო ექვსეულში, რაც კონტინენტის პირველობის საგზურის მომტანია, ადგილი უკვე გარანტირებული აქვს, რადგან სერბეთსა და უნგრეთს 4 ქულით უსწრებს, შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე კი ერთი ტურია დარჩენილი და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში 2022 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება. საქართველოს ნაკრები კი შესარჩევ ეტაპს 12 აპრილს რუსეთთან საგარეო მატჩით დაასრულებს, მაგრამ მის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა აღარ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111405