ფეხბურთი

22:11 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ პსჟ-ს და მბაპეს შორის მიმდინარე მოლაპარაკება დაადასტურა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგ ფეხბურთელთან, კილიან მბაპესთან მოლაპარაკებას აწარმოებს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

"მბაპეს გარშემო აგორებულ ჭორებს უკვე შევეჩვიეთ. მთავარი ისაა, რომ კილიანი მშვიდადა და ფოკუსირებულია გუნდსა და წარმატებაზე. კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და ვცდილობთ, მბაპე გუნდში კიდევ დიდი ხნით დარჩეს." - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Goal-ი.

22 წლის ფრანგ შემტევს კლუბტან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 32 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 160 მილიონი ევროა.

0.11611